კორონა ვირუსმა ბრაზილიურ ფეხბურთშიც შეაღწია. "ფლამენგოს" ვიცე-პრეზიდენს მაურისიო გომესს დე მატოსს კორონა ვირუსი დაუდგინდა.
მაურისიოს ვირუსის ყველანაირი სიმპტომი ჰქონდა, ოთხშაბათს ოფიციალურად დადასტურდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ბრაზილიელს ვირუსი ესპანეთში ყოფნის დროს გადაედო, ის "რეალი" "ბარსელონას" შეხვედრას დაესწრო და "სამეფო კლუბის" წარმომადგენლებს შეხვდა.