კალათბურთი

11:15 | 13.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონ ჯეიმსი: "უფალო ყველას დაეხმარე"

"ლეიკერსის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა კორონა ვირუსის გავრცელებასთან და ნბა-ს გადადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

"სპორტული ღონისძიებები, სკოლები და ყველა დიდი ღონისძიება შეჩერდა, რაც სწორია და საჭიროა. ეს წელი უნდა გადაიდოს, ჯანდაბა მძიმე თვეებია. უფალო ყველას დაეხმარე" - განაცხადა ლებრონ ჯეიმსმა.

შეგახსენებთ, რომ "იუტა ჯაზის" ფრანგ ცენტრს რუდი გობერს კორონა ვირუსი დაუდგინდა, რის გამოც ნბა გაურკვეველი ვადიტ გადაიდო.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ დროისთვის 1663 ადამიანი არის დაინფიცირებული და 40 გარდაცვლილი.

0.114921