თამაშგარე

10:37 | 13.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუდოვიკა პაგანის სპორტული ვნებანი

ვისაც იტალიური სპორტული ტელეკომპანია “სპორტიტალიისათვის“ ერთხელ მაინც შეუხედავს, ამ არხზე მონარნარე ტელეწამყვან ასულთა შორის აუცილებლად გამოარჩევდა ლუდოვიკა პაგანის, რომელიც გარეგნობითაც კარგი რამ არის და როგორც იტალიაში ამბობენ, არც სპორტის ცოდნა დაეწუნება.

ლუდოვიკა პაგანი ფეხბურთის დიდი მოყვარულია. თუმცა უცნაური ისაა, რომ კონკრეტული საყვარელი გუნდი არ ჰყავს და სხვადასხვა მატჩების დროს როგორც ჩვენში იტყვიან ხოლმე - “ლამაზ ფეხბურთს“ გულშემატკივრობს. უფრო მეტიც - ხშირად იტალიის ნაკრებსაც კი არ ქომაგობს ისე მხურვალედ, როგორც აპენინების მიწის შვილს შეშვენის.

მშვენიერი ლოდოვიკა ამჯერად ჩვენს მიერ უკვე ხსენებულ იტალიურენოვან სპორტულ არხზე ორ სპორტული თემატიკის გადაცემას უძღვება. მათ შორის ერთი გადაცემა კლასიკური თოქ-შოუს ხასიათს ატარებს და იტალიელ სპორტის მოყვარულებში თურმე დიდად პოპულარულიც ყოფილა.

0.150063