ფეხბურთი

9:04 | 13.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

კალუმ ჰადსონ-ოდოის კორონავირუსი დაუდასტურდა

მიკელ არტეტას შემდეგ ინგლისის პრემიერლიგაში კიდევ ერთი კორონავირუსი გამოვლინდა. ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი კალუმ ჰადსონ-ოდიო დაინფიცირდა.

როგორც „არისტოკრატების“ ვებგვერდი იტყობინება, COVID-19-ის ტესტი დადებითი აღმოჩნდა. ლონდონელთა განცხადების მიხედვით, კლუბის ფეხბურთელი, პერსონალი და ყველა, ვისთანაც ჰადსონ-ოდიოს გუნდში კონტაქტი ჰქონდა იზოლირებულია.

„ჩელსი“ ინგლისის პრემიერლიგის უახლოესი ტურის მატჩს, ხოლო ერთ კვირაში ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას „ბაიერნთან" ბუნებრივია ვერ ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ჰადსონ-ოდოიმდე ცოტა ხნით ადრე, პრემიერლიგაში კორონავირუსი „არსენალის“ მწვრთნელ მიკელ არტეტას დაუდასტურდა, ხოლო მანამდე იტალიაში დანიელე რუგანი და მანოლო გაბიადინი დაინფიცირდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11118