ფეხბურთი

2:24 | 13.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"შახტარი" ევროპა ლიგის 1/4 ფინალთან ახლოსაა, ხოჭოლავამ ითამაშა

ევროპა ლიგის მეოთხედფინალისკენ დავით ხოჭოლავას „შახტარმა“ დიდი ნაბიჯი გადადგა. დონეცკელებმა პირველი მატჩი გერმანია „ვოლფსბურგთან“ გამართეს და 2:1 იმარჯვეს.

ქართველმა მცველმა ითამაშა, რითაც მიმდინარე სეზონში განებივრებულები ნამდვილად არ ვართ.

ხოჭოლავა მოედანზე 68-ე წუთზე ბრაზილიელი განაპირა მცველის, ისმაილის ნაცვლად ჩაერთო და „შახტარის“ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. ამ გუნდებსი საპასუხო მატჩი ერთ კვირაში უკრაინაში უნდა გაიმართოს, მაგრამ კორონავირუსის გამო შედგება თუ არა, ჯერ დაზუსტებული არაა.

0.114224