გენუის „სამპდორიას“ თავდამსხმელ მანოლო გაბიადინის კორონავირუსის ტესტი დადებითი აღმოჩნდა. ინფორმაციას გენუური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.
გაბიადინი იტალიის ჩემპიონატში მოთამაშე მეორე ფეხბურთელია, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა. გუშინ „იუვენტუსის“ მცველ დანიელე რუგანის ასიმპტომური კორონავირუსი გამოუვლინდა.
შეგახსენებთ, რომ სერია A 3 აპრილამდე შეწყვეტილია, მაგრამ ფეხბურთელების ინფიცირების შემდეგ მისი გაგრძელება კიდევ უფრო საეჭვო გახდა.