„ბარსელონას“ კაპიტანს, ლიონელ მესის, არგენტინაში დაბრუნების შემთხვევაში, ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევს - გვამცნობს TyC Sports.
„ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით, რომელიც კორონავირუსთანაა დაკავშირებული, არგენტინის მთავრობა დადგენილი გეგმის მიხედვით მოქმედებს, რაც იმაში გამოიხატება, რომ იმ ქვეყნებიდან შემომავალი ადამიანები, სადაც ეს ვირუსია გავრცელებული, ორკვირიან საკარანტინო შემოწმებას უნდა დაექვემდებარონ. სპორტსმენებს კი ურჩევენ არ ჩავიდნენ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში ირანში და იტალიაში.“
მესი არგენტინაში მსოფლიოს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების სათამაშოდ უნდა ჩასულიყო (ეკვადორისა და ბოლივიის წინააღმდეგ). თუმცა, გუშინ კონმებოლმა ამ შეხვედრების გადადების შესახებ გამოაცხადა.