ფეხბურთი

14:23 | 12.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ კორონავირუსის გამო პორტუგალიაში დარჩა

„იუვენტუსის“ მთავარვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, პორტუგალიაში დარჩენა გადაწყვიტა და ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა. მიზეზი ისაა, რომ მის თანაგუმდელ დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდგინეს - წერს თავის ტვიტერის გვერდზე იტალიელი ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი.

ამჟამდ კრისტიანუ, პორტუგალიაში, უფრო ზუსტად მშობლიურ მადეირაზე იმყოფება, სადაც დის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩავიდა. ქვეყნის მთავრობამ იტალიის მიმართულებით ფრენები აკრძალა, თუმცა რონალდუს სპეციალური ნებართვა მისცეს, თავისი კერძო თვითმფრინავით იტალიაში გასამგზავრებლად.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109224