ფეხბურთი

23:57 | 11.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის "მეზოკოვესდი" უნგრეთის თასის ნახევარფინალშია

ბუდუ ზივზივაძის „მეზოკოვესდი“ უნგრეთის თასის ნახევარფინალში გავიდა. ქართველის გუნდმა მეოთხედფინალის ორმატჩიან დაპირისპირებაში „პუშკაშ აკადემია“ 2:1 დაამარცხა.

ერთი კვირის წინ „მეზოკოვესდმა“ სტუმრად სწორედ ზივზივაძის გოლით 1:0 მოიგო, ხოლო შინ დაუზავდა (1:1).

ანგარიში სტუმრებმა 47-ე წუთზე გახსნეს და ახლოს იყვნენ დამატებით დროსთან, მაგრამ 89-ე წუთზე რობერტ პილარმა თავური დარტყმით გაათანაბრა. ზივზივაძეს რაც შეეხება ძირითად შემადგენლობაში იყო და მას შემდეგ, რაც მისმა გუნდმა გაათანაბრა, შეცვალეს.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ბუდუს უშუალოდ უნგრეთის ჩემპიონატში 8 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა. "მეზოკოვესდი" კი თასის ნახევარფინალში "ფეჰერვარს" დაუპირისპირდება.

0.123208