ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაცია (RFEF) კლუბებს სთავაზობს პრიმერა და სეგუნდა დივიზიონებში კორონავირუსის გამო უახლოესი ტურები გადაიდოს. ადრე ასეთი ზომები არაპროფესიონალთა ტურნირებისთვის მიიღეს - გვამცნობს Cuatro.
10 მარტს ფედერაციამ უახლოესი ტურების უმაყურებლოდ ჩატარება დაადგინა, თუმცა, ეტყობა ეს ფეხბურთელების სრული უსაფრთხოებისთვის საკმარისი არ არის.