ევროპა ლიგაზე „ინტერისა“ და „ხეტაფეს“ მატჩი არ ჩატარდება. ეს გადაწყვეტილება უეფას არ მიუღია, ესპანური გუნდის პრეზიდნეტმა ანხელ ტორესმა მიიღო. ესპანელის განცხადებით, არ აინტერესებს უეფა რას იტყვის, მისთვის მთავარი ფეხბურთელების ჯანმრთელობაა და ფეხბურთის გამო მათ რისკის ქვეშ ვერ დააყენებს.
„თამაში არ იქნება, მილანში არ მივდივართ. მთავარი ჯანმრთელობაა და გადავწყვიტეთ, რომ იტალიაში არ წავიდეთ. უეფამ გვითხრა, რომ გადაწყვეტილებას დღეს მიიღებენ, მაგრამ ეს ჩვენ აღარ გვაინტერესებს. 70 წელი უეფას ტურნირების გარეშე ვიყავი, ახლა კი ჩემი ფეხბურთელების ჯანმრთელობის გამო არ ვითამაშებთ.
შეიძლება ტექნიკური წაგება ჩაგვითვალონ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. მე არ ვიქნები ის ადამიანი, რომელიც ასეთ რისკზე წავა და გუნდს ჩაიყვანს ქალაქში, სადაც ეპიდემიის გადადების ძალიან დიდი რისკია.
მინდა აღვნიშნო, რომ ამაში „ინტერს“ ბრალი არ მიუძღვის, ვფიქრობ, ისინიც გვეთანხმებიან. ესპანეთის მთავრობამ იტალიიდან ფრენები შეწყვიტა, შესაბამისად, ჩვენ იქიდან უკან ვერ დავბრუნდებით. მე არ ვითხოვ ჩვენთვის გამონაკლისის დაშვებას და ნებართვას, რადგან ამას მხოლოდ გადაუდებელი საკითხებისთვის ითხოვენ და ფეხბურთი ასეთი არაა“, - თქვა ტორესმა.
შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ – „ხეტაფეს“ მატჩი 12 მარტს უნდა გაიმართოს, მაგრამ როგორც ესპანური გუნდის პრეზიდენმა განაცხადა, თამაში არ ჩატარდება. უეფა ჯერჯერობით ამ საკითხზე დუმს.