საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ტვიტერში სპეციალური განცხადება გაავრცელა, საიდანაც უეფას მიმართა. კობიაშვილის განცხადებით, საერთაშორისო მატჩების უმაყურებლოდ ჩატარება გამოსავალი არაა და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მგზავრობით საკუთარ ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებენ.
"მაშინ, როდესაც მსოფლიოში ყოველდღიურად იზრდება ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, მაყურებლის გარეშე საერთაშორისო მატჩების გამართვა გამოსავალი არ არის, რადგან ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მგზავრობით საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება უწევთ. თითოეულმა ფედერაციამ, უეფასთან ერთად, უნდა ვიზრუნოთ არა მხოლოდ გულშემატკივარის უსაფრთხოებაზე, არამედ ჩვენი ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე! ამ საკითხზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. მაყურებლისთვის სტადიონის კარის დაკეტვა პრობლემის მოგვარების გზა არ არის!" - დაწერა კობიაშვილმა ტვიტერში.
შეგახსენებთ, რომ ევროპის მასშტაბით ბოლო დროს არაერთი მატჩი დახურულ კარს მიღმა გაიმართა და იგივე ბედი საქართველო - ბელარუსის შეხვედრასაც ემუქრება. საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა და ფეხბურთის ფედერაციის დაქვემდებარებაში მყოფი ყველა ტურნირი კი 1 აპრილამდე შწყდა.
აქვე გეტყვით, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევაა დადასტურებული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გადამგდები კალა კობი ყაველა ხაბე ხუბუ აბუ დაგვღუპეთ მოშორდით ბიძოსთან ერთად
99 პროცენტით თუ არ გადაიდო მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება..
ამ კაცის ნათქვამს ბევრი ვერ ჩაწვდა.უეფას თამაშის გადადებისკენ მოუწოდებს,უბრალოდ პირდაპირ არ ამბობს.იმიტომ შეაჩერა ყველა ჩმეპიონატიც,არ უნდა რომ ცარიელ სტადიონზე ჩატარდეს ესეთი თამაში და შესაბამისად გადადება უკეთესი ვარიანტია,რადგან მაყურებლით ჩატარაება 99%–ით არის გამორიცხული.
Karoche statiis mkitxvelebi gvyavs gaocdebii.. iseti azris gamotana ician...
ავტობუსების მოძრაობაც ავკრძალოთ,პიკის საათებში ერთ ავტობუსში უფრო მეტი ხალხია ვიდრე დინამო არენაზე მთელ სეზონში
ანუ რაო ლევან საერთოდ არ ჩატარდეს თამაში თუ რა გინდა ვერ გავიგე?