ფეხბურთი

18:49 | 11.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

კეინი „რეალის“ მთავარი სამიზნე გახდება, თუ კლუბს პოჩეტინო გაწვრთნის

მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობამ ზაფხულში, შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი გაათავისუფლოს და მის მაგიერ „ტოტენჰემის“ ყოფილი დამრიგებელი, მაურისიო პოჩეტინო მიიწვიოს. ესპანური მედია წერს, რომ მადრიდელები არგენტინელ სპეციალისტს უკვე დაუკავშირდნენ.

თუ პოჩეტინომ „სამეფო კლუბი“ ჩაიბარა, მთავარი სატრანსფერო მიზანი მისი ყოფილი შეგირდი, ჰარი კეინი გახდება - გვამცნობს El Chiringuito.

„ტოტენჰემი“ კეინს 150 მილიონ გირვანქად აფასებს. ბრიტანული მედია უკვე აღნიშნავდა, რომ ამ სეზონის ბოლოს კეინი ალბათ დატოვებს „ტოტენჰემს“ და ისეთ კლუბში გადავა, რომელიც ტიტულებს იგებს.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში კეინმა 20 მატჩში 11 ბურთი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა. ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშსებაში კი მისი მონაგარი 5 შეხვედრაში 6 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113666