საქართველოში საფეხბურთო სეზონი შეწყდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური განცხადებით, 1 აპრილამდე ეროვნული ლიგის, ლიგა 2-ის, ლიგა 3-სა და ასაკობრივი ჩემპიონატების ყველა შეხვედრა გადადებულია.
„მსოფლიოში და ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატის, მათ შორის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის, ლიგა 3-ის, ასევე ასაკობრივი ჩემპიონატების 1 აპრილამდე შეჩერების თაობაზე. ფეხბურთის ფედერაციის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ლიგაში ამ დროისთის ორი ტურია ჩატარებული. საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევაა დადასტურებული. ჯერჯერობით უცნობია რა ბედი ეწევა მოახლოებულ საქართველოსა და ბელარუსის მატჩს.