კალათბურთი

12:21 | 11.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ლეიკერსი“ „ბრუკლინთან“ დამარცხდა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ცხრა შეხვედრა გაიმართა.

გოგა ბითაძის „ინდიანა“ შინ „ბოსტონთან“ 111:114 დამარცხდა. სამწუხაროდ გოგას მწვრთნელმა თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა. მატჩში ყველაზე მეტი 30 ქულა ტატუმმა ჩააგდო. საბონისმა 28 ქულა, 9 მოხსნა და 8 პასი მიითვალა. „ინდიანა“ 39 მოგებით 26 წაგებით მეხუთე ადგილზეა.

„ლეიკერსი“ მოულოდნელად შინ „ბრუკლინთან“ 102:104 დამარცხდა. მატჩის ბოლო წამებზე ჯერ ლერბონ ჯეიმსმა ორქულიანი ვერ ჩააგდო და შემდეგ ნტონი დევისაც სამქულიანი ნიშნულიდან მიზანმა უმტყუნა. ლებრონმა გუნდს 29 ქულა, 12 მოხსნა და 9 პასი შესძინა. დევისს 26 ქულა ჰქონდა. „ლეიკერსი“ 49მოგებით და 14 წაგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

ტეხასურ დერბში „სან ანტონიომ“ „დალასი“ 119:109 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც „სან ანტონიომ“ 36:24 მოიგო. ლუკა დონჩიჩს 38 ქულა ჰქონდა. „სან ანტონიოში“ 24 ქულით ლამარკუს ოლდრიჯი გამოირჩა.

„ინდიანა“ – „ბოსტონი“ 111:114 (22:30, 28:29, 30:35, 31:20)

https://www.youtube.com/watch?v=b7IKwFLWLk4

„ვაშინგტონი“ – „ნიუ იორკი“ 122:115 (36:31, 18:39, 33:17, 35:28)

https://www.youtube.com/watch?v=Muolux0B_mc

„ჩიკაგო“ – „კლივლენდი“ 108:103 (27:29, 27:23, 24:26, 30:25)

https://www.youtube.com/watch?v=7Uaikf8bKA8

„ჰიუსტონი“ – „მინესოტა“ 117:111 (26:35, 26:21, 31:24, 34:31)

https://www.youtube.com/watch?v=MX0XK4HJdAo

„მემფისი“ – „ორლანდო“ 115:120 (35:27, 28:23, 23:35, 29:35)

https://www.youtube.com/watch?v=muaoAmFu9gM

„სან ანტონიო“ – „დალასი“ 119:109 (27:29, 27:30, 29:26, 36:24)

https://www.youtube.com/watch?v=mwpIIMsrghY

„პორტლენდი“ – „ფინიქსი“ 121:105 (121:105 (36:28, 18:25, 28:25, 39:27)

https://www.youtube.com/watch?v=qBAQ3rbC6fc

„გოლდენ სტეიტი“ – „კლიპერსი“ 107:131 (26:35, 22:41, 29:35, 30:20)

https://www.youtube.com/watch?v=c4q0-p4u1OE

„ლეიკერსი“ – „ბრუკლინი“ 102:104 (33:27, 25:29, 22:31, 22:17)

https://www.youtube.com/watch?v=hyUZ_zo0AEY

0.118674