ფეხბურთი

13:00 | 11.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთელთა ასოციაციამ უეფას ევროთასების მატჩების გადადებისკენ მოუწოდა

იტალიისა და ესპანეთის ფეხბურთელთა ასოციაციამ უეფას წერილი გაუგზავნა და ევროტუნირებზე ამ ქვეყნის გუნდების მატჩების გადადება მოითხოვა. ევროპული ფეხბურთის მმართველი უწყებისგან კი პასუხი ჯერ უცნობია.

„იტალიური, ესპანური და ევროპული ვითარება ჯანმრთელობის სერიოზულ კრიზისთან დაკავშირებით კორონავირუსის გავრცელების გამო, სერიოზული, მტკივნეული, სამწუხარო და გარდაუვალი გადაწყვეტილებების წინაშე გვაყენებს.

იტალიისა და ესპანეთის ფეხბურთელთა ასოციაციები ერთობლივად სთხოვენ უეფას, რომ გადაიდოს ევროთასების მატჩები, რომელშიც იტალიური და ესპანური გუნდები თამაშობენ, რათა მატჩების გამართვა მოგვიანებით უსაფრთხო პირობებში მოხდეს. კორონავირუსი ევროპის პრობლემა ხდება, არამხოლოდ იტალიის. გვჯერა, რომ ბოლო საათებში გაუარესებული მდგომარეობის შემდეგ უეფა მოახერხებს კალენდრის გადახედვას“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთმა იტალიასთან საჰაერო მიმოსვლა გააჩერა და ესპანურ-იტალიური დაპირისპირებების („რომა“ – „სევილია“, „ნაპოლი“ – „ბარსელონა“, „ინტერი“ – „ხეტაფე“) ჩატარება ისედაც სათუო გახდა.

0.112256