ფეხბურთი

0:04 | 11.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი ჟურნალისტმა გააბრაზა: "ეს ყველა ჩვენგანის პრობლემაა!"

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ესპანელმა ჟურნალისტმა გააბრაზა, რომელიც ინგლისში მადრიდის „ატლეტიკოს“ ჩაჰყვა.

ჟურნალისტმა გერმანელს კორონავირუსის შესახებ ჰკითხა, რამაც კლოპის გაღიზიანება გამოიწვია და საკმაოდ მწვავე პასუხი გაცსა.

- არ გეშინიათ ამ პერიოდში ფიზიკური კონტაქტის?

- ფეხბურთი მხოლოდ თამაშია. თქვენ მადრიდიდან ხართ? ასეთი რაღაცები არ მომწონს. თქვენ ეს კითხვა დამისვით, მაგრამ შეიძინეთ ბილეთი და მადრიდიდან ლივერპულში ჩამოხვედით. პრობლემას ფეხბურთით ვერ გადავჭრით. თქვენი საქმეა ინფორმაციის გადაცემა და იმედი მაქვს, რომ ამას უკეთესად აკეთებთ, ვიდრე ეს კითხვა დამისვით. ჩემთვის გასაბრაზებელი იქნება თუ ჩემთვის ეს პრობლემა და თქვენთვის არა. ჩვენ ყველას გვაქვს იგივე პრობლემა!

შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ – „ატლეტიკოს“ მატჩი ხვალ გაიმართება და სხვა მატჩებისგან განსხვავებით თამაშზე დასწრება გულშემატკივრებს შეეძლებათ.

0.120954