ფეხბურთი

23:15 | 10.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა და ევროპა ლიგებზე სამი თამაში შესაძლოა არ გაიმართოს

ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონა“ – „ნაპოლი“, ხოლო ევროპა ლიგაზე, „სევილია“ – „რომა“ და „ინტერი“ – „ხეტაფეს“ მატჩები შესაძლოა დაუდგენელი ვადით გადაიდოს. საქმე ისაა, რომ ესპანეთის მთავრობის ბრძანებულებით 11 მარტიდან 25 მარტამდე იტალიასთან ყოველგვარი საჰაერო მიმოსვლა (მათ შორის პრივატული) წყდება.

სწორედ ამ პერიოდში კი ხსენებული გუნდები ერთმანეთს ორჯერ უნდა დაუპირისპირდნენ. თუმცა, ბუნებრივია თუ ფრენები არ განხორციელდა, გუნდები ესპანეთ-იტალიაში ჩასვლას ვერ შეძლებენ.

„ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილება ნათელია, ვნახოთ რას გატაწყვეტენ იტალიელები. მე არ ვარ ექიმი და ვერაფერს გეტყვით, სანამ რაიმე განსაზღვრება არ იარსებებს. ყოველი დღე უფრო რთულია, ვნახოთ რას გვირჩევენ სპეციალისტები. უეფას ჯერჯერობით არაფერი უთქვამს, ჩვენ უშუალო კავშირი გვაქვს მათთან და რამდენიმე საათში მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - თქვა „ხეტაფეს“ პრეზიდენტმა ანხელ ტორესმა.

შეგახსენებთ, იტალია წითელ ზონად გამოცხადდა და ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ათასს აჭარბებს.

0.113051