"ჩელსიმ" 16 წლის ფეხბურთელი ჯიმი ტაურიაინენი დაიმატა, აღნიშნულ ინფორმაციას "ჩელსის" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდა ფეხბურთელი ახალი სეზონიდან "არისტოკრატთა" მაისურს მოირგებს.
"ჩელსისთან" კონტრაქტის გაფორმებით მოხარული ვარ. "ჩელსის" მაისურის ტარება ჩემთვის დიდი პატივია"- გაანცხადა 16 წლის ფინელმა.
ჯიმი ფინურ კლუბ "ჰიკში" ასპარეზობს.