ფეხბურთი

21:47 | 10.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინის შემადგენლობა: 23 ფეხბურთელი და ერთადერთი მეკარე

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ 2022 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის საწყისი ორი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

სკალონიმ „ალბისელსტეში“ 23 ფეხბურთელს უხმო, მაგრამ საინტერესოა, რომ მათ შორის მეკარე მხოლოდ ერთია.

მეკარე: ხუან მუსო (უდინეზე, იტალია)

მცველები: ნიკოლას ოტამენდი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), რენცო სარავია (ინტერნასიონალი, ბრაზილია), ხერმან პეცელა (ფიორენტინა, იტალია), ნიკოლას ტალიაფიკო (აიაქსი, ნიდერლანდები), ლეონარდო ბალერდი (დორტმუნდი, გერმანია), ნეუენ პერესი (ფამალისაო, პორტუგალია)

ნახევარმცველები: რობერტო პერეირა (უოტფორდი, ინგლისი), გვიდო როდრიგესი (ბეტისი, ესპანეთი), ეზეკიელ პალასიოსი (ლევერკუზენი, გერმანია), როდრიგო დე პაული (უდინეზე, იტალია), მარკოს აკუნია (სპორტინგი, პორტუგალია), ლეანდრო პარედესი (პსჟ, საფრანგეთი), ნიკოლას დომინგესი (ბოლონია, იტალია), ჯოვანი ლო სელსო (ტოტენჰემი, ინგლისი), ალექსის მაკალისტერი (ბრაიტონი, ინგლისი)

თავდამსხმელები: პაულო დიბალა (იუვენტუსი, იტალია), ლაუტარო მარტინესი (ინტერი, იტალია), ლუკას ოკამპოსი (სევილია, ესპანეთი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ლიონელ მესი (ბარსელონა“, ესპანეთი), ლუკას ალარიო (ლევერკუზენი, გერმანია)

არგენტინის ნაკრები 27 მარტს არგენტინა ეკვადორს უმასპინძლებს, ხოლო 31 მარტს ბოლივიას ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115668