კალათბურთი

19:45 | 10.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-ში ჯეიმსი და პოუელი აღიარეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში "ლეიკერსის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი, ხოლო აღმოსავლეთში "ტორონტოს" მოთამაშე ნორმან პოუელი.

გასულ კვირას "ლეიკერსმა" სამივე შეხვედრა მოიგო.ლებრონი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 29 ქულას, 10.3 პასს და 7.3 მოხსნას აგროვებდა. "ტორონტომაც" ასევე სამი შეხვედრა მოიგო. პოუელი საშუალოდ ერთ მატჩში 31.3 ქულა აგროვებდა.

0.114743