ფეხბურთი

18:05 | 10.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ოლიმპიაკოსის“ მფლობელს კორონავირუსი შეეყარა

„ოლიმპიაკოსისა“ და „ნოტინგემ ფორესტის“ მფლობელმა, ევანგელოს მარინაკისმა, განაცხადა, რომ კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა.

„ახალი ვირუსი შემეყარა და მიმაჩნია, რომ ამის შესახებ საზოგადოებას უნდა ვაცნობო. თავს კარგად ვგრძნობ, რადგან ყველა ზომა მივიღე, რაც ექიმებმა მირჩიეს. დაბეჯითებით მოვუწოდებ ყველას, მსგავს სიტუაციაში ასევე მოიქცნენ. გისურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას.“ - დაწერა საკითარი ინსტაგრამის გვერდზე მარინაკისმა.

ბრიტანელი ჟურნალისტების ინფორმაციით, მარინაკისი ინგლისური ჩემპიონშიფის 37- ტურის მატჩს დაესწრო „ნოტინგემ ფორესტსა“ და „მილუოლს“ შორის (0:3). იმავე დღეს შეხვდა თავის ფეხბურთელებსაც.

ორი კვირის წინათ კი ბერძენი ბიზნესმენი „ემირეითსის“ სტადიონს სტუმრობდა, სადაც ევროპა ლიგის საპასუხო მეთექვსმეტედფინალური მატჩი გაიმართა „არსენალსა“ და „ოლიმპიაკოსს“ შორის (1:2 დამატებით დროში). მაშინ მარინაკისი გასახდელში და დირექტორთა ლოჟაში შესულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119429