სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

14:11 | 10.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰარუ ბაშოზე ტოჩინოშინმა პირველი ორთაბრძოლა მოიგო

ჰარუ ბაშოს მე-3 საშეჯიბრო დღეს პირველი გამარჯვება იზეიმა ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინი მე-8 მაეგაშირა კირიბაიამას შეხვდა და მისი დამარცხება ადვილად, იორიკირის ილეთით მოახერხა.

ეს აღნიშნული წყვილის პირველი ორთაბრძოლა იყო, გამომდინარე აქიდან ტოჩიმ ურთიერთშეხვედრებში მოგება-წაგების ბალანსი თავის სასარგებლოდ გახსნა.

გაზაფხულის პირველ ბაშოზე ქართველ სუმოისტს 1 გამარჯვების საპირისპიროდ 2 მარცხი აქვს და დადებითი ბალანსის გასანაღდებლად კიდევ 7 მოგება მართებს. ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე კი მე-9 მაეგაშირა ტაკანოშო იქნება, როელსაც ჰარუ ბაშოზე ყველა ორთაბრძოლა მოგებული აქვს. ლევანთან ურთიერთშეხვედრებში კი 25 წლის მეტოქეს 1 მოგების წილ არცერთი მარცხი არ აქვს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.129575