ფეხბურთი

11:35 | 10.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "სევილია" - "რომა" უმაყურებლოდ გაიმართება

ევროპა ლიგის მერვედფინალური შეხვედრა „სევილიასა“ და „რომას“ შორის დახურულ კარს მიღმა, უმაყურებლოდ ჩატარდება. ამის შესახებ განცხადება ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა სალვადორ ილიამ გააკეთა.

„ჩვენს მიერ მიღებული ზომების შესაბამისად „სევილიასა“ და „რომას“ მატჩის უმაყურებლოდ ჩატარება გადაწყდა“, - თქვა ილიამ.

აღსანიშნავია, რომ „რომას“ 600-მდე გულშემატკივარს, რომლებმაც ბილეთები უკვე შეიძინეს, ფინანსურ ზარალს ესპანური კლუბი აუნაზღაურებს.

„სევილია“ – „რომას“ გარდა, უმაყურებლოდ ჩატარდება „ხეტაფე“ – „ინტერის“, „ვალენსია“ – „ატალანტასა“ და ყველა იტალიური გუნდის საშინაო მატჩებიც.

0.118313