ფეხბურთი

23:04 | 9.03.2020 | ნანახია 2711 - ჯერ

თემურ ქეცბაია: "არ უარვყოფ, რომ არ ვართ იმ სიტუაციაში, რომელშიც ადრე ვიყავით"

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ლარნაკას აეკ-თან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა ბოლო პერიოდში წარუმატებელი მატჩების ფონზე პოზიცია დაკარგა, თუმცა, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში რჩება.

ქეცბაიამ ჯანო ანანიძის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველ შემტევს დრო სჭირდება.

„ძალიან მნიშვენლოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. არ უარვყოფ, რომ არ ვართ იმ სიტუაციაში, რომელშიც ადრე ვიყავით, რაც რა თქმა უნდა, ჩვენი ცუდი შედეგებითაა გამოწვეული. ეს პერიოდი ჩვენთვის ადვილი არ იყო, მაგრამ ისევ აქ ვართ, სამი ქულა მოვიპოვეთ და „ომონიასთან“ ერთად ლიდერები ვართ.

ანანიძე? მე ვიცი მისი შესაძლებლობები და ვიცი, რომ ნდობა და სათამაშო დრო სჭირდება. ვიმედოვნებთ, ჩვენი ფეხბურთელები საუკეთესო ფორმას დაიბრუნებენ“, - თქვა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, „ანორთოსისი“ კვიპროსის ჩემპიონატს 23 ტურის შემდეგ 46 ქულით ნიქოზიის „ომონიასთან“ ერთად ლიდერობს. ბოლო ტურში ფამაგუსტელებმა ლარნაკას აეკ-ი 3:0 დაამარცხეს და ერთი გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:19 | 10.03.2020
Euro2020 (114)

დაჟე ზამენასაც ვიწინასწარმეტყველებ))
გვილია, ვაკოს შეცვლის, აპლოდისმენტებით ვაცილებთ თან გოლი აქ შეგდებული შორიდან დარტყმული)) 55წუთზე. ხოწოლავას გამოიყვანს იმიტო რო კაკაბაზე ვერ გაქაჩავს 90წუთს და კაშო გადმოვა ფლანგზე და ჯანოს გამოიყვანს 85წუთზე ჩაკვეტას მაგივრად და დაინგრევა დინამო არენა ულამაზესი დუბლის მერე იმსახურებდა აშკარად)) 3:0 ეს თამაში რა ბელარუსია რის ბელარუსი!!!

15:13 | 10.03.2020
Euro2020 (114)

ტრამვები თუ გვაშორა ზეციერმა ამ შემადგენლობას წყალი არ გაუვა!:
ლორია
კაკაბაძე. კაშია. კვირკვე. ტაბიძე.
კანკავა. კიტე.
ოქრი. ვაკო. ჭანვეტაძე))
ქვილითაია.

16:41 | 10.03.2020
lagashi (6738)

ყველაზე რეალურია ჩემი გადმოსახედიდან

09:46 | 10.03.2020
lagashi (6738)

შენ ოქრი "მოხოდე" და ანორთოსისი ვის გვანაღვლებს

07:20 | 10.03.2020
arianapham (3)

მადლობას გიხდით აქ ამ გასაოცარი შინაარსის გაზიარებისთვის.stripslashes((strlen('http://pogogamesplay.com/bloxorz.html')>0?' http://pogogamesplay.com/bloxorz.html':' http://pogogamesplay.com/bloxorz.html'))

03:40 | 10.03.2020
araza-1918 (6330)

___________________ლორია

კაშია_________საბა____________გრიგალა__________ტაბიძე

___________ჯაბა______გვილია


___ოქრი_____________ვაკო______________ჩაკვე

_____________ქვილითა



მაკარიძე კაკაბაძე ხოჭოლავა ხარაბაძე დაუშვილი კვეკვესკირი კიტეიშვილი ლობგანიძე
დავითაშვილი კვარაცხელია ანანიძე შენგელია
ლობჟანიძე კაჭარავა ზივზი

00:32 | 10.03.2020
ბაგი-რეი (2264)

მაგარი ღადაობა იყო ორენბურგიდან რო დაითხოვეს. ათ თმაშში 6 ქულა მოაგროვა გუნდმა. გაუშვეს და პლეიოფის გარაშე გადავიდა პრემიერლიგაში გუნდი)))))))

03:39 | 10.03.2020
drogba-11 (13246)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123217
სარეკლამო ადგილი - 99
X x X