სეტუბალის „ვიტორიას“ მეკარეს გიორგი მაკარიძეს ლისაბონის „ბენფიკასთან“ ჩინებული გარჯა დაუფასდა და პორტუგალიის პრიმეირა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველი კარის დარაჯი Goalpoint-მა გამოარჩია და 7.8 ქულით შეაფასა.
აღსანიშნავია, რომ მაკარიძე ზედიზედ მეორედ (XXIII და XXIV ტურში) შეიყვანეს ტურის სიმბოლურ ნაკრებში.
შეგახსენებთ, გიორგიმ „ბენფიკასთან“ მაღალ დონეზე ითამაშა, ჩემპიონობისთვის მებრძოლ „არწივებთან“ საკუთარი კარი ჩინებულად დაიცვა და მისი ბარიერი პიციმ ერთადერთხელ პენალტის ნიშნულიდან გადალახა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
___________________ლორია
კაშია_________საბა____________გრიგალა__________ტაბიძე
___________ჯაბა______გვილია
___ოქრი_____________ვაკო______________ჩაკვე
_____________ქვილითა
მაკარიძე კაკაბაძე ხოჭოლავა ხარაბაძე დაუშვილი კვეკვესკირი კიტეიშვილი ლობგანიძე
დავითაშვილი კვარაცხელია ანანიძე შენგელია
ლობჟანიძე კაჭარავა ზივზი
ქართული ფეხბურთის მოყვარულებო, ლორიას და მაკარიძის შემდეგ, ახალგაზრდებში ვინ გეგულებათ ნაკრების მომავალ მეკარე(ება)დ (ობიექტურად)?
ალბათ კუპატაძე, და ასევე დილას მეკარე გამოიყურება იმედიანად. ისე მე ნადირაძე მომწონდა, ცხინვალს ჰყავდა უმაღლეს ლიგაში, მეგონა დიდ ფეხბურთს ითამაშებდა მაგრამ საერთოდ გაუჩინარდა
მისი თამაშო არაერთხელ მაქვს ნანახი ლაივში და ძალიან დამაჯერეველი და სტაბილურია, ჩემი აზრით ნომერ პირველი მეკარეა უბრალოდ ნაკლებად არის შეთამაშებული ნაკრებთან.. არადა გამოსვლებზეც ლორიაზე უკეთესია, ასევე ფეხით და ხელით პასიც საკმაოდ კარგი აქვს და რაც მთავარია მაგარი სეივები აქვს...
მეც ამ აზრზე ვარ, უკვე ლორიაზე უკეთესია, უბრალოდ ლორია სტაჟიანი ჯვაროსანია, საერთოდ მოქმედ ფეხბურთელებში მესამეა ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით, მაკარიძეს კი აკლია სანაკრებო გამოცდილება, არადა დებიუტი ძალიან დიდი ხნის წინ ჰქონდა ნაკრებში