ჰარუ ბაშოს მე-2 საშეჯიბრო დღეს კვლავ მარცხი განიცადა ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა ჩიოტარიუს დაუპირისპირდა და უბრძოლველად წააგო.
მეტოქემ ტოჩის დამარცხება ოშიდაშის ილეთით მოახერხა. ეს აღნიშნული წყვილის მე-11 ორთაბრძოლა გახლდათ, რომელთანაგ ლევანს 8 მოგებული ჰქონდა.
ტოჩინოშინს ჰარუ ბაშოზე 2 მარცხი აქვს და თუკი მინიმალურ დადებით ბალანს ვერ გაინაღდებს, მორიგი რეგრესი ელოდება. მისი მომდევნო მეტოქე კი მე-8 მაეგაშირა კარიბაიამა იქნება, რომელსაც ქართველი სუმოისტი პირველად შეხვდება.