ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩამდე ორ კვირაზე ოდნავ მეტი დრო დარჩა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე გუნდმა კი შემადგენლობა დაასახელა.
მიხაილ მარხელმა გაფართოებულ შემადგენლობაში 35 ფეხბურთელს უხმო, საბოლოო 23-კაციან სიას კი 23 მარტს დაასახელებს.
საქართველოსთან მატჩისთვის ბელორუსის მწვრთნელმა ყველაზე მეტი ფეხბურთელი „ბატედან“ და სოლიგორკის „სახტიორიდან“ გამოიძახა.
მეკარეები: ალეკსანდრ გუტორი (შახტიორი, სოლიგორსკი), პაველ პავლიუჩენკო (დინამო-ბრესტი), ეგორ ხატკევიჩი (ისლოჩი, მინსკის რაიონი), ანტონ ჩიჩკანი (ბატე, ბორისოვი).
მცველები: ალეკსანდრ მარტინოვიჩი („კრასნოდარი“, რუსეთი), დენის პოლიაკოვი („ურალი“, რუსეთი), ნიკოლაი ზოლოტოვი („ურალი“, რუსეთი), სერგეო პოლიტევიჩი („შახტიორი“, სოლიგორსკი), სერგეი მატვეიჩეიკი („შახტიორი“, სოლიგორსკი), იგორ ბურკო („შახტიორი“, სოლიგორსკი), ნიკიტა ნაუმოვი („ჟეტისუ“, ყაზახეთი), ალეკსანდრ პავლოვეცი („დინამო“ ბრესტი), მაკსიმ შვეცოვი („დინამო“ მინსკი), სერგეი კარპოვიჩი („ისლოჩი“, მინსკი).
ნახევარმცველები: სერგეი კისლიაკი („დინამო“ ბრესტი), მიხაილ გორდეიჩუკი („დინამო“ ბრესტი), პაველ სავიცკი („დინამო“ ბრესტი), სტანისლავ დრაგუნი („ბატე“, ბორისოვი), იგორ სტასევიჩი („ბატე“, ბორისოვი), პაველ ნეხაიჩიკი („ბატე“, ბორისოვი), ევგენი იაბლონსკი („ბატე“, ბორისოვი), დმიტრი ბაგა („ბატე“, ბორისოვი), ივან მაევსკი („ასტანა“, ყაზახეთი), მაკს ებონგი („ასტანა“, ყაზახეთი), ნიკიტა კორზუნი („ვილაფრანკენშე“, პორტუგალია), იური კოვალევი („არსენალი“, რუსეთი), იური კენდიში („შახტიორი“, სოლიგორსკი), დმიტრი პოდსტრელოვი („შახტიორი“, სოლიგორსკი), ივან ბახარი („დინამო“ მინსკი), ვლადისლავ კლიმოვიჩი („დინამო“ მინსკი).
თავდამსხმელები: დენის ლაპტევი ("დინამო",ბრესტი), მაკსიმ სკავიში ("ბატე", ბორისოვი), ანტონ საროკა ("ბატე", ბორისოვი), ვიტალი ლისაკოვიჩი ("შახტიორი", სოლიგორსკი), ილია შკურინი ("ცსკა", რუსეთი).
აქვე გეტყვით, რომ ბელორუსის ნაკრები საქართველოში 25 მარტს ჩამოვა, უშუალოდ შეხვედრა კი 26 მარტს, "დინამო არენაზე", თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.