სხვა

15:53 | 9.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო ბაზაძემ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია გაინაღდა

ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ვაჟთა შორის ხმლით ფარიკაობაში, საქართველოს ზედიზედ მეორედ სანდრო ბაზაძე წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი სალიცენზიო ტურნირი კვლავ დარჩენილია, რომელიც 20-22 მარტის ბუდაპეშტში გაიმართება სანდრომ საკმარისი ქულები უკვე დააგროვა და ტოკიო2020-ში ასპარეზების უფლება გაინაღდა.

ქართველი მოფარიკავე მსოფლიო რეიტინგში მე-7 პოზიციაზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ვაჟთა შორის შეჯიბრი პირად პირველობაში ხმლით ფარიკაობაში, 25 ივლისს, ტოკიოს საგამოფენო ცენტრ Makuhari Messe-ში ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110409