ინდიან უელსის ტურნირი, რომელიც 9 მარტს უნდა დაწყებულიყო კაც და ქალ ჩოგბურთელებისთვის აღარ გაიმართება, აღნიშნულ ინფორმაციას, თავად ტურნირის დირექტორი ტომი ჰაასი ავრცელებს. ტურნირის ჩაშლის მიზეზი კორონა ვირუსია.
"ტურნირის ვერ ჩატარების გამო ჩვენ ძალიან იმაედგაცრუებულები ვართ. მაგრამ ჩვენი სპორტსმენების ადგილობრივი და ჩამოსული მაყურებლების ჯანმრთელობა პრიორიტეტია. იმედია ამ წელს გამოინახება დროცა ტურნირის ჩატარებას მაინც მოვახერხებთ"- განაცხადა ტომი ჰაასმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინდიან უელსის კორტებთან ახლოს კორონა ვირუსი დაფიქსირდა.