თამაშგარე

12:48 | 9.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიო პარაგვაიში დააპატიმრეს

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელიელი რონალდინიო (რომლის ქონებაც ოფიციალურად 200 მილიონ ამერიკულ დოლარადაა შეფასებული) და მისი ძმა, გუშინწინ პარაგვაის დედაქალაქ ასუნსეონში სამართალდამცველებმა არც მეტი არც ნაკლები ქვეყანაში უკანონო გზით შეღწევის მცდელობისთვის და საბუთების გაყალბების ბრალდებით დააკავეს.

ჯერჯერობით პოლიციას და მოსამართლეს ზუსტად ვერ გაურკვევია, თუ რამ აიძულა რონალდინიო ასეთი უცნაური კრიმინალისთვის მიემართა. მით უმეტეს, როდესაც როდესაც რონალდინიო ხარ და მთელი მსოფლიო გცნობს, რანაირად უნდა მოახერხო ყალბი საბუთებით თვალი აუხვიო პოლიციას და იძახო - მე სხვა ადამიანი ვარო...

ბრაზილიელი ჟურნალისტები გამითქვამენ ვარაუდს რომ ეს ქმედებები შესაძლებელია ნარკოტიკებით ვაჭრობასაც უკავშირდებოდეს. ყველაფერს პარაგვაის სასამართლო დაადგენს, რომელიც ერთ კვირაში გაიმართება. მანამდე კი რონალდინოომ და მისი ძმა საპატიმროდან დროებით გაათავისუფლეს და ახლა სპეციალური ზედამხედველობის ქვეშ აუნსეონის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებიან.

0.16631