ფეხბურთი

2:43 | 9.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

შესანიშნავი „ბეტისი“

„რეალმა“ „ბეტისთან“ წააგო და „ბარსელონას“ ვერ გადაასწრო. კატალონიელები კვლავ პირველ ადგილზე დარჩნენ.

„ბეტისმა“ ყველა კომპონენტში აჯობა მრისხანე მეტოქეს. ფიზიკურადაც, ტაქტიკურადაც და მოტივაციითაც. მადრიდელები მხოლოდ ეპიზოდებში დაემსგავსებოდნენ ხოლმე საკუთარ თავს. ანდალუზიელები კი მეთოდურად ამწიფებდნენ გოლს. ჯერ ბარტრამ ვერ ივარგა, მერე ფეკირის უძლიერსი დარტყმა მოიგერია კურტუამ.

მასპინძლებმა მაინც გატეხეს ნავსი, როცა სიდნეიმ ისარგებლა მეტოქე მცველების უყურადღებობით და ახლო ცხრიანში გაუტანა სტუმრებს.

მადრიდელებმა „გასახდელის გოლი“ მანც გაიტანეს. პირველი ტაიმის მესამე დამატებული წუთი მიმდინარეობდა, როცა იმავე სიდნეიმ საკუთარ საჯარიმოში მარსელო წააქცია და ბენზემამ ზუსტად დაარტყა პენალტი.

შესვენების შემდეგ სურათი არ შეცვლილა. „ბეტისი“ ისევ ყოჩაღობდა. ჯერ იყო და, ხოაკინმა ცარიელ კარში ვერ შეაგდო. მაგრამ მალევე ტელიომ მაინც გატეხა სტუმართა დაცვა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

ამრიგად, „ბეტისმა“ პრიმერაში ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

ესპანეთი

პრიმერა. 27 ტური. 8 მარტი

ბეტისი - რეალი 2:1

სევილია. „ბენიტო ვილიამარინი.“ 51 521

1:0 სიდნეი (40), 1:1 ბენზემა (45+3 პენ), 2:1 ტელიო (82)

ბეტისი: ხოელი, ემერსონი, ბარტრა, სიდნეი, მორენო (პედრასა 77), გონსალესი (როდრიგესი 73), გუარდადო, კანალესი, ხოაკინი (ტელიო 66), ფეკირი, ლორენი

მწვრთნელი: რუბი

რეალი: კურტუა, მარსელო (მენდი 60), რამოსი, ვარანი, მილიტაო, კროოსი (დიასი 69), კაზემირო, მოდრიჩი (ვალვერდე 79), ვასკესი, ბენზემა, ვინისიუსი

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი

გააფრთხილება: გუარდადო (74); მარსელო (55)

ოსასუნა - ესპანიოლი 1:0

1:0 ტორესი (51 პენ)

გაძევება: ლოპესი (83 ესპანიოლი)

ვალიადოლიდი - ბილბაო 1:4

0:1 ლოპესი (4), 0:2 გარსია (24), 1:2 რამირესი (76), 1:3 უილიამსი (87), 1:4 კორდობა (90+3)

ლევანტე - გრანადა 1:1

1:0 როხერი (11), 1:1 მაჩისი (60)

ვილიარეალი - ლეგანესი 1:2

1:0 მორენო (5), 1:1, 1:2 როდრიგესი (47, 70 პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111678