ფეხბურთი

17:49 | 8.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფრე კახეთში

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის მეორე ტურში „თელავმა“ გორის „დილას“ უმასპინძლა. კახელებმა პირველ ტურში თბილისში, „დინამოსთან“ შეძლეს ქულის მოპოვება და ახლა გამარჯვებასთანაც ძალიან ახლოს იყვნენ.

ირაკლი რუხაძემ 30-ე წუთზე „თელავი“ პენალტით დააწინაურა და გორელთა მდგომარეობა მეორე ტაიმის შუაწელს ბალგუ იენდეუნტის გაძევების შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა. თუმცა, „დილას“ მეკარე ლუკა გუგეშაშვილი ჩინებულად თამაშობდა და მეტოქეს მეორე გოლის გატანა არ დაანება.

საპასუხოდ, 89-ე წუთზე „დილამ“ გაიტანა. ნუგზარ სპანდერაშვილმა შეძლო წონასწორობის აღდგება და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ორი ტურის შემდეგ ორივე გუნდი დაუმარცხებელია, „დილას“ ოთხი, ხოლო „თელავს“ ორი ქულა აქვს.

მეორე ტური სუპერმატჩით დასრულდება, თბილისში, „დინამო“ „დინამო ბათუმს“ დაუხვდება. სხვათა შორის, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორი ტურის თავზე ჩემპიონატს ერთადერთი უდანაკარგო გუნდი ჰყავს - „ლოკომოტივი“.

„თელავი“ – „დილა“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 რუხაძე (30, პენ), 1:1 სპანდერაშვილი (89)

0.123541