ყაზანის „რუბინი“ რუსეთის პრემიერლიგაში წარუმატებელ ასპარეზობას აგრძელებს და როგორც პირველ წრეში, ახლაც გოლის გატანა ძალიან უჭირს. გუნდს ვერც ლეონიდ სლუცკი შველის, რომლის ხელმძღვანელობით ორი ოფიციალური მატჩი უგოლოდ დასრულდა.
„რუბინი“ 21-ე ტურში უშუალო კონკურენტ სამარის „კრილია სოვეტოვს“ შეხვდა და მარცხი განიცადა - 0:1. ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო.
ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია პირველი ტაიმის ბოლოს გააძევეს. ჩვენებურმა მე-17 და 45-ე წუთებზე ორჯერ მიიღო ყვითელი ბარათი და გასახდელში იძულებით შესვლა მოუწია.
ამასობაში, „რუბინი“ 20 ქულით მე-14 ადგილზე დაქვეითდა და გავარდნის რეალური საფრთხე ემუქრება. ყაზანელთა შეტევის ხაზი კი უბრალოდ საშინლად გამოიყურება - 21 თამაში და 11 გატანილი გოლი...
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ასეთ ქვეყანაში უნდა ცხოვრობდნენ ჩვენი ფეხბურთელები და მერე იკადრებენ და ტრ..კს გაანძრევენ ან და თამაშს თავს დაანებებენ. ახლა არც ერთს აკეთებენ და არც მეორეს და არც ჩვენ ვვარგივართ გულშემატკივრები.