იტალიის ჩემპიონატი შესაძლოა შეწყდეს. როგორც იტალიის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ განაცხადა, ეს ერთადერთი გამოსავალია შექმნილ ვითარებაში.
„მე ვეთანხმები ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტ დამიანო ტომაზის და ახლა არავითარი აზრი არ აქვს მსხვერპლის გაღებას. არ შეიძლება საფრთხე შევუქმნათ ფეხბურთელების, მსაჯების, პერსონალის და გულშემატკივრების ჯანმრთელობას, რომლებიც აუცილებლად შეიკრიბებიან მატჩების საყურებლად. მხოლოდ ჩემპიონატის შეწყვეტით შეგვიძლია მათი ინტერესების დაცვა“, - თქვა სპადაფორამ.
შეგახსენებთ, ამ დროის მონაცემებით, იტალიაში სპორტული ღონისძიებები 3 აპრილამდე უმაყურებლოდ უნდა გაიმართოს. მიუხედავად ამისა, ბოლო 24 საათში დამძიმებული ვითარების გამო დღის წესრიგში მიმდინარე სეზონის შეჩერება დადგა. სამშაბათს ფეხბურთის ფედერაციამ სხდომა დანიშნა, რომელზეც სავარაუდოდ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ამის შესახებ ხმამაღლა უკვე ფეხბურთელებიც და ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტი დამიანო ტომაზიც ალაპარაკდნენ.