ავტოსპორტი

15:38 | 8.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბაჰრეინის დიდი პრიზი ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარდება

ფორმულა 1-ის მეორე ეტაპი - ბაჰრეინის დიდი პრიზი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ბაჰრეინის ხელისუფლებამ, რომელიც ყველანაირად ცდილობს, ქვეყანაში კორონავირუსის შეღწევას ხელი შეუშალოს.

ქვეყანაში არსებული საგანგებო ვითარება არ შეეხება მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდების პერსონალს და ორგანიზატორებს. რბოლა სატელევიზიო ეთერში ჩვეულებრივად გადაიცემა.

ეს უკვე მეორე რბოლაა, რომელსაც კორონავირუსი შეეხო. უფრო ადრე, ეპიდემიის და მასთან დაკავშირებული რისკების გამო, ჩინეთის დიდი პრიზი გაუქმდა. ჯერჯერობით საბოლოოდ გადაწყვეტილი არაა ვიეტნამის დიდი პრიზის საკითხი. ქვეყანა აცხადებს, რომ ისტორიაში პირველ ვიეტნამურ რბოლას გრაფიკის შესაბამისად ჩაატარებს. ის 4 აპრილს, ხანოიში გაიმართება.

სეზონი სტარტს კალენდრის შესაბამისად, მელბურნში აიღებს, რომლის ალბერტ პარკიც ავსტრალიის დიდ პრიზს 15 მარტს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11315