ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ კლუბმა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში უნდა იაქტიუროს, რათა გუნდმა მომავალ სეზონში პრემიერლიგის გამოწვევებს უპასუხოს.
"ყველამ ვიცით, რომ მოთამაშეები დაიღალნენ, ნაწილი ფეხბურთელების კი ტრავმირებულები არიან. ჩვენ ვიცით, რომ მომავალი სეზონისთვის დაბალანსებული გუნდი უნდა ჩამოვაყალიბოთ, თუმცა დარწმუნებულები არ ვართ რომ სიტუაცია ასე გაგრძელდება. ფეხბურთში ყველაფერი ხდება, თუმცა მოულოდნელი სიტუაციებისთვის მზად უნდა ვიყოთ." - ციტირებს პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყვებს Sky Sports-ი.
მოურინიო "მამლები" გასული წლის ნოემბერში ჩაიბარა და მას შემდეგ "ტოტენჰემმა" რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელი დაკარგა, მათ შორისაა გუნდის ლიდერი ჰარი კეინი, რომელიც ახალი წლის შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის. ამჟამად "ტოტენჰემი" პრემიერლიგაში 41 ქულით მერვე ადგილზე იმყოფება, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი დაპირისპირება "ლაიპციგთან" შინ 0:1 წააგო.