ევერტონის ნახევარმცველის გარეტ ბერის განცხადებით, “ოლდ ტრაფორდზე” ვიზიტის არც ერთ გუნდს აღარ ეშინია.
“ვფიქრობ “ოლდ ტრაფორდმა” დაკარგა შიშის ფაქტორი. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, 12 წელი დამჭირდა, რომ თამაში მომეგო ამ სტადიონზე, “სიტისთან” ერთად 6:1 ვიმარჯვე. “სიტიმ” წელსაც მოუგო “იუნაიტედს”. შარშან, 21 წლის განმავლობაში პირველად, “ევერტონმა” “ოლდ ტრაფორდზე” დაამარცხა “მანჩესტერი”. “ოლდ ტრაფორდი” ის აღარ არის, რაც ადრე იყო”- განაცხადა გარეთ ბერიმ The Mirror-თან საუბრისას.
დღეს თბილისის დროით 15:00 საათზე “ოლდ ტრაფორდზე” “მანჩესტერ იუნაიტედი” “ევერტონს” დაუპირისპირდება.