ფეხბურთი

12:10 | 8.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯო ალენი ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

"სტოკის" საყრდენმა ნახევარმცველმა ჯო ალენმა "ჰალისთან" დაპირისპირებაში მყესი გაიწყვიტა და მისთვის მიმდინარე სეზონი დასრულდა. ტრავმის სიმძიმე დაადასტურა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ ონილმა.

ფეხბურთელს ოპერაციას დღეს გაუკეთებენ და წინასწარი პროგნოზით, სეზონთან ერთად 2020 წლის ევროპის ჩემპიონატსაც გამოტოვებს, რაც უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რაიან გიგზისთვის მძიმე დარტყმა იქნება. უელსი მთავარ სანაკრებო ტურნირზე მესამედ მიიღებს მონაწილეობას. 2016 წელს უელსი ნახევაფინალში გავიდა და ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ჯო ალენი იყო.

თეგებიჯო ალენი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122199