ფეხბურთი

10:20 | 8.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილმა სეზონის პირველი გოლი გაიტანა (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრების და "სან ხოსეს" შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა MLS-ის 2020 წლის სეზონში მეორე მატჩი ჩაატარა და გოლით გამოიჩინა თავი. "მინესოტასთან" წაგებულ (2:5) შეხვედრაში ქართველმა ლეგიონერმა თავი 53-ე წუთზე გამოიჩინა.

აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ, თუმცა 64-ე წუთზე შეცვალეს. ვაკომ კი 90 წუთი ითამაშა. მიმდინარე სეზონში "სან ხოსემ" პირველი შეხვედრა "ტორონტოსთან" შინ ფრედ 2:2 დაასრულა, ახლა კი დიდი სხვაობით წააგო. მომდევნო დაპირისპირება გუნდს 15 მარტს "ფილადელფიასთან" სტუმრად უწევს.

0.132269