ბლოგი

10:50 | 8.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

საფეხბურთო ანტიგლობალიზმი ქართველის თვალით

ანტიგლობალიზმი თითქმის მთელ მსოფლიოში მოდებული თანამედროვე ტენდენციაა, რომელიც მის სახელწოდებიდანვე ჩანს, რომ გლობალიზაციის პროცესის წინააღმდეგობაში მდგომარეობს. ეს მიმდინარეობა თანამედროვე სახით ევროპაში, საფრამგეთში ჩამოყალიბდა 20-ე საუკუნის 90-იანი წლის დასაწყისში. დროის გასვლასთან ერთად, ანტიგლობალისტა რიგები დღითიდღე უფრო იზრდება და სხვადასხვა სოციალურ თუ ასაკობრივ კატეგორიას მოიცავს.

ანტიგლობალიზმი უკანასკნელი ათწლეულია მყარად დამკვიდრდა მსოფლიო ფეხბურთში და ხშირად ვხედავთ სხვადასხვა საფეხბურთი მატჩებზე ქომაგების მიერ გამოფენილ პლაკატებს მოწოდებებით, რომ გლობალიზაცია ყველას მტერია და რომ აუცილოებლად უნდა ვებრძოლოთ ამას.

ადრეც და ამჟამად ე.წ. საფეხბურთო ანტიგლობალისტებთან, ძირითადად მაინც ახალგაზრდები ასოცირდებიან, რაც სულაც არ არის გასაკვირი, რადგან ყველა ეპოქა თაობის შესაბამისად ახალ ფასეულობებს გვთავაზობს და ყოველი სიახლე პირველ რიგში სწორედ ახალგაზრდებიდან იწყება.

საქართველოში საფეხბურთო ანტიგლობალისტური ტალღა ჯერ-ჯერობით არ აგორებულა და ისეთი პირი უჩანს, რომ კარგა ხნის განმავლობაში ეს გლობალისტური “სიმშვიდე” შენარჩუნდება კიდეც. თუმცა, როგორც გაირკვა საქართველოშიც ყოფილან ევროპის საფეხბურთო ანტიგლობალისტური სკოლაგამოვლილი ახალგაზრდები, რომლებიც ევროპაში ცხოვრების პერიოდში იქაურ ანტიგლობალისტებთან მეგობრობდნენ და გარკვეული ხნის განმავლობაში მათ რიგებშიც ირიცხებოდნენ.

ამასწინათ გავიცანი ერთი ქართველი ახალგაზრდა კაცი, რომელივ რამდენიმე წლის წინ გერმანულ საფეხბურთო ანტიგლობალისტურ გაერთიანებაში სრულიად შემთხვევით მოხვდა. მან ქალაქ ჰამბურგის ბარში ახალგაზრდა კაცი გაიცნო, რომელიც სამუშაოს შოვნას შეპირდა კარგი ანაზღაურებით. მეორე დღეს, დათქმულ ადგილზე მისულს უცნაური ახალგაზრდები უნახავს, რომელიც საფეხბურთო კლუბ “ჰამბურგის“ ანტიგლობალისტური კავშირის წევრები იყვნენ და ისეთი ადამიანი სჭირდებოდათ, რომელიც მანამდე მათთან ერთად არავის ჰყავდა შემჩნეული.

ამ ქართველ ბიჭს თურმე ორას ევროს აძლევდნენ, თუ სტადიონზე მატჩის დროს ანტიგლობალისტური პლაკატის გადმოფენას ან გაკვრას მოახერხებდა. მას არც არაფერი უკითხავს ბევრი არაფერი, რადგან ფული ძალიან სჭირდებოდა. მისი თქმით, სტადიონებზე ანტიგლობალისტების აურზაურს, ძირითადად მაშინ აწყობენ და მაშინ შიშვლდებიან, როდესაც მსოფლიო ლიდერები იკრიბებიან. ანტიგლობალისტებს სურთ, მთელ მსოფლიოს დაანახონ, რომ ისევ გაშიშვლება, ანუ პირველყოფილებაში დაბრუნება და რეგრესი სჯობია, ვიდრე გლობალიზაციის გაფართოვება. სიშიშვლე მათთვის, ბუნებაში დაბრუნების გამომხატველია.

ფაქტია, რომ საქართველოში ანტიგლობალიზმი უკვე არსებობს, მაგრამ ძალიან მცირე დოზით არის გამოხატული. საქმე იმაშია, რომ ქართველ კაცს მსოფლიო წინააღმდეგ წასვლის გამოცდილება უკვე საკმარისზე მეტი დაუგროვდა და არა მგონია ამ მხრივ საქართველოს ევროპას ფეხი აუწყოს. ისე, ყვირილი და მუშტების ქნევა ქართველებმა არავისზე ნაკლებად ვიცით.

0.128258