კალათბურთი

3:49 | 8.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

სტეფ კარის გრიპი აქვს, COVID-19-ის რისკ ფაქტორები არ აღენიშნება

"გოლდენ სტეიტ უორიორზის" კალათბურთელ სტეფ კარის გრიპი აქვს. ამის შესახებ ოფიციალური განცხდება "მეომართა" ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც ამერიკული გუნდი იტყობინება, სტეფს სეზონური გრიპი აღენიშნება, კორონავირუსის რისკ ფაქტორების გარეშე.

"ამ დილით სტეფ კარის გრიპის A დიაგნოზის ვირუსული ტესტირება დადებითი აღმოჩნდა. ჩვენ დავადგინეთ მისი წარმოშობის სავარაუდო წყარო, რომელიც არ უკავშირდება კალათბურთს. მას არ გააჩნია COVID-19-ის განსაკუთრებული რისკ ფაქტორები და მხოლოდ სეზონური გრიპი აქვს. დავიწყეთ სტეფ კარის მკურნალობა", - ნათქვამია განცხადებაში.

"სტეფთან კონტაქტი მქონდა ოკლენდში, გუშინ საღამოს და კარგად იყო. თუმცა, როდესაც დილით გაიღვიძა, ცუდად გახლდათ. ვიცი, რომ მის შვილს რამდენიმე დღე გრიპი ჰქონდა და შესაძლოა მისგან გადაედო. ჩვენმა ექიმებმა შეამოწმეს და გრიპის ძირითადი მიზეზი ეს არის", - აღნიშნა "გოლდენ სტეიტის" მწვრთნელმა სტივ კერიმ.

სტეფ კარის, რომელიც მძიმე ტრავმის შემდეგ პარკეტზე ახლახან დაბრუნდა, დღეს "ფილიადელფიასთან" მატჩი გაუცდა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება და უცნობია, როდის დაუბრუნდება საწვრთნელ პროცესს.

0.111515