ფეხბურთი

3:34 | 8.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიო ასუნსიონში მეორედ დააპატიმრეს და 6-თვიანი სასჯელი ემუქრება (+VIDEO)

ფეხბურთის ლეგენდა რონალდინიო პარაგვაის დედაქალაქ ასუნსიონში ხელმეორედ დააპატიმრეს. ბრაზილიელი თავდაპირველად ძმასთან ერთად ორი დღის წინ დააკავეს პასპორტების გაყალბების გამო, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს.

ახლა კი, „ბარსელონასა“ და „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი ისევ დააკავეს და საპატიმროში მოათავსეს. მოსამართლე კლარა რუის დიასმა რონალდინიოსთვის და მისი ძმისთვის აღმკვეთი პატიმრობა გამოიყენა, რომელიც შესაძლო 6 თვემდეც გაგრძელდეს.

აღსანიშნავია, რომ პროკურორმა მოითხოვა დალია ლოპესის დაპატიმრებაც, რომელიც რონალდინიოს და მის ძმას პარაგვაიში შეღწევაში დაეხმარა. სასამართლო ფიქრობს, მან ყოფილი ფეხბურთელის ვიზიტი ფულის გათეთრების მიზნით გამოიყენა.

თეგებირონალდინიო
0.148519