კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი ტოპ ჩემპიონატების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. „რეალ სოსიედადთან“ გატანილი გოლი არგენტინელისთვის ლა ლიგაში 438-ე გამოდგა, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
ასეთი მაჩვენებელი ლა ლიგაში, ბუნდესლიგაში, სერია A-ში, პრემიერლიგასა და ლიგა 1-ში არავის ჰქონია.
მეორე ადგილზე კრიშტიანუ რონალდუა, რომლის ანგარიშზეც მხოლოდ შიდა ჩემპიონატების ეგიდით 540 მატჩში 437 გოლია. მესის კი, ზემოხსენებული შედეგის მისაღწევად 474 თამაში დასჭირდა.
„ბარსას“ შემტევს ყველა გოლი ლა ლიგის ეგიდით აქვს გატანილი, ხოლო პორტუგალიელმა ამის გაკეთება პრემიერლიგაში, ლა ლიგასა და სერია A-ში მოახერხა.