ფეხბურთი

1:57 | 8.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

გახსნილი „ატლეტიკო“

„ბარსელონამ“ „სოსიედადს“ მოუგო და 58 ქულით ისევ პირველ ადგილზე აინაცვლა, თუმცა მის უშუალო კონკურენტ „რეალს“ კვირას აქვს სათამაშო „ბეტისთან“ და შესაძლოა, ყველაფერი ისევ შეიცვალოს.

მოუგოო ვთქვით, თუმცა კატალონიელებს ძალიან გაუჭირდათ ბასკებთან. ბოლოსკენღა შეძლეს მათი გატეხვა.

პირველ ტაიმში ბევრს ცდილობდა ბარსელონელთა ახალწვეული, მარტინ ბრეიტვეიტი, თუმცა რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა. ისევ ლეო მესის შეეძლო თავი გამოეჩინა, მაგრამ სიზუსტე არ ეყო.

შესვენების შემდეგაც სურათი დიდად არ შეცვლილა. თამაში უგოლო ფრისკენ მიდიოდა, მაგრამ მე-80 წუთზე საქმეში ვიდეოარბიტრი ჩაერია. გამეორებაზე მსაჯმა ხუან მუნერამ აღმოაჩინა, რომ პიკესთან ბრძოლისას, ლე ნორმანმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა. დაინიშნა პენალტი, რომელიც ზუსტად შეასრულა მესიმ.

ბოლოსკენ მასპინძლებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს მაგრამ არბიტრმა ფატის თამაშგარე დაუფიქსირა.

მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ ისეთი მატჩი გაიმართა, ექვსქულიანს რომ ეძახიან. „ატლეტიკოც“ და „სევილიაც“ ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის იბრძვიან და ცხადია, ორივეს მხრიდან სრული კონცენტრაცია იყო საჭირო.

ცოტა უცნაურია, მაგრამ ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის პირველი ტაიმი ერთობ საამო საცქერი გამოდგა. „ატლეტიკოსგან“ ასეთი გახსნილი თამაში დიდი ხანია აღარ გვინახავს.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, ლუკ დე იონგმა იყოჩაღა, თუმცა მასპინძლებზე ამას არ უმოქმედია და ხალისით გააგრძელეს თამაში, ჯერ მორატამ გაათანაბრა პენალტით, შემდეგ კი ფელიშმა დააწინაურა მადრიდელები. მერე სევილიელები უკეთ ამოძრავდნენ და ამისათვის დასაჩუქრდნენ კიდეც. მათაც მოიპოვეს თერთმეტმეტრიანის უფლება, რომელიც ზუსტად დაარტყა ოკამპოსმა.

43-ე წუთზე 2:2 და ეს „ატლეტიკოს“ მატჩში...

მეორე ნახევარი შედარებით მოსაწყენი გამოდგა. მწვრთნელებმა უფრო ტაქტიკური ბრძოლა არჩიეს და სანახაობაც დაიკარგა.

ესპანეთი

პრიმერა. 27 ტური. 7 მარტი

ბარსელონა - სოსიედადი 1:0

ბარსელონა. „კამპ ნოუ.“ 77 035

1:0 მესი (81 პენ)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, ლანგლე, ალბა, რაკიტიჩი (ვიდალი 74), ბუსკეტსი, დე იონგი, გრიზმანი (ფატი 85), მესი, ბრეიტვეიტი (ფირპო 89)

მწვრთნელი: კიკე სეტიენი

სოსიედადი: რემირო, ლიორენტე (სუბელდია 71), გოროსაბელი, მონრეალი, ლე ნორმანი, პორტუ, მერინო, გევარა, ედეგორი, ბარენჩეა (ოიარსაბალი 59), ისაკი (ვილიანი 82)

მწვრთნელი: იმანოლ ალგუასილი

მსაჯი: ხუან მუნერა

გაფრთხილება: ლანგლე (16), მესი (42), პიკე (61), ბუსკეტსი (88); მერინო (57), გევარა (77), ოიარსაბალი (80)

ატლეტიკო - სევილია 2:2

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო.“ 60 422

0:1 დე იონგი (19), 1:1 მორატა (32 პენ), 2:1 ფელიში (36), 2:2 ოკამპოსი (43 პენ)

ატლეტიკო: ობლაკი, ერმოსო (კარასკო 54), ფელიპე, სავიჩი, ტრიპიერი, კოკე, ლიორენტე, საული, კორეა, მორატა (კოშტა 68), ფელიში (ვიტოლო 80)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

სევილია: ვაცლიკი, რეგილონი, კარლოსი, კუნდე, ნავასი, ბანეგა, გუდელი, ხორდანი (გომესი 74), ოკამპოსი (ვასკესი 81), სუსო (ენ ნესირი 63), დე იონგი

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი

მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

გაფრთხილება: ფელიში (73), ტრიპიერი (77); კარლოსი (31), ნავასი (43), ბანეგა (45+1), გუდელი (56)

ეიბარი - მალიორკა 1:2

0:1 როდრიგესი (42), 0:2 კუბო (78), 1:2 ბიგასი (90+2)

ხეტაფე - სელტა 0:0

გაძევება: არამბარი (82 ხეტაფე)

6 მარტი

ალავესი -ვალენსია 1:1

0:1 პარეხო (34), 1:1 მენდესი (73)

0.138451