ფეხბურთი

23:41 | 7.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

‘“ლივერპული“ ისევ დამძიმებულია

„ლივერპულმა“ „ბორნმუთს“ 2:1 მოუგო და რამდენიმე რეკორდი კიდევ დაამყარა. მაგალითად, ეს მერსისაიდელების ზედიზედ 22-ე საშინაო გამარჯვება გახლდათ. ამით მათ თავისივე რეკორდი გააუმჯობესეს, რომელიც 1972 წელს დაემყარებინათ (ზედიზედ 21 საშინაო მოგება).

პირველო საპასუხო გოლი მო სალაჰმა გაიტანა. ეს ეგვიპტელის მე-20 გოლი იყო ამ სეზონში ყველა ტურნირში. ამრიგად, ეგვიპტელს უკვე ზედიზედ მესამე სეზონია 20 ბურთზე ნაკლევბი არ გააქვს. მაიკლ ოუენის შემდეგ (2000-2003) სალაჰი პირველო მოთამაშეა, ვინაც ასეთი შედეგი უჩვენა.

მაგრამ თამაში? „წითლების“ ქომაგები შეფიქრიანებულნი ტოვებდნენ ტრიბუნებს, რადგან წინ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალია „ატლეტიკოსთან“ (პირელი მატჩი 0:1) და ასეთი თამაშით ძალიან გაუჭირდებათ.

მართალია ტრავმების გამო სამი წამყვანი ფეხბურთელი აკლდათ (ალისონი, რობერტსონი, ჰენდერსონი), მაგრამ აუტსაიდერთან ასაეთი უსახური გარჯა... მათ მეტოქის შეცდომების წყალობით უფრო მოიგეს. კი ბატონო, მანემ ხარიხასაც მოარტყა ბურთი, მაგრამ იყო მომენტი, როცა მილნერმა კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი თორემ...

მოკლედ, „ლივეეპული“ ისევ დამძიმებულია. ვნახოთ, რა იქნება „ატლეტიკოსთან.“

„არსენალმა“ ძლივს მოუგო „ვესტ ჰემს“ ლონდონურ დერბიში. ერთადერთი გოლიც კინაღამ არ ჩათვალეს. მსაჯმა საგოლე პასის ავტორ იოზილს თამაშგრე მდგომარეობა დაუფიქსირა და მხოლოდ ვიდეოარბიტრის ჩარევის შემდეგ დადასტურდა, რომ ბურთი წესების დაცვით გავიდა.

„ტოტენჰემმა“ ოთხწაგებიანი სერია დაასრულა და „ბარნლისთან“ მატჩი ფრედ ითამაშა. ეს ფრე ორი მხრიდან შეიძლება შევაფასოთ. ერთი, რომ თავიდან აგებდნენ და ქულის მოპოვება მაინც შეძლეს. მეორე - შესვენების შემდეგ აშკარად აჯობეს მასპინძლებს და დასანანია რომ ვერ გაიმარჯვეს. ლონდონელთაგან პენალტი დელე ალიმ გაიტანა. ეს მისი 50 გოლი აღმოჩნდა პრემიერლიგაში. თავად კი შემდეგ თქვა: ამ 50 გოლს დღევანდელი სამი ქულა მერჩივნაო.

ინგლისი

პრემიერლიგა. 29 ტური. 7 მარტი

ლივერპული - ბორნმუთი 2:1

ლივერპული. „ენფილდი.“ 53 323

0:1 უილსონი (9), 1:1 სალაჰი (25), 2:1 მანე (33)

ლივერპული: ადრიანი, ალექსანდერ-არნოლდი, გომესი, ვან დეიკი, მილნერი, ფაბინიო, ვეინალდუმი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (ლალანა 84), მანე, სალაჰი, ფირმინო (ორიგო 90+3)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ბორნმუთი: რამსდეილი, სმიტი, აკე, სტივ კუკი (სიმპსონი 19), სტეისი, ბილინგი, ლუის კუკი, ლერმა (გოსლინგი 81), სტანისლასი (სოლანკე 68), ფრეიზერი, უილსონი

მწვრთნელი: ედი ჰოუ

მსაჯი: პოლ ტირნი

გაფრთხილება: უილსონი (90+2)

არსენალი - ვესტ ჰემი 1:0

ლონდონი. „ემირეითსი.“ 60 335

1:0 ლაკაზეტი (78)

არსენალი: ლენო, პაპასტატოპულოსი, ლუისი, მარი, საკა, ჯაკა, სებალიოსი, იოზილი (ბელერინი 89), პეპე (ნელსონი 69), ნკეტია (ლაკაზეტი 59), ობამეიანგი

მწვრთნელი: მიკელ არტეტა

ვესტ ჰემი: ფაბიანსკი, ნგაკია, დიოპი, ოგბონა, კრესუელი, ნოუბლი (სოუჩეკი 82), რაისი, ფორნალსი (ანდერსონი 87), ანტონიო, ბოუენი (სნოდგრასი 90), ალე

მწვრთნელი: დევიდ მოიესი

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

გაფრთხილება: პაპასტატოპულოსი (63); ფორნალსი (9), ანტონიო (90+3)

ბარნლი - ტოტენჰემი 1:1

ბარნლი. „ტერფ მური.“ 20 496

1:0 ვუდი (13), 1:1 ალი (50 პენ)

ბარნლი: პოუპი, ბარდსლი, ტარკოვსკი, მი, ტეილორი, ჰენდრიკი (ლენონი 89), კორკი, ვესტვუდი, მაკნილი, როდრიგესი (ვიდრა 68), ვუდი

მწვრთნელი: შონ დაიჩი

ტოტენჰემი: ლორისი, ტანგანგა, სანჩესი, დაიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, სკიპი (მოურა 46), ნდომბელე (ლო ჩელსო 46), ლამელა (ორიე 78), ალი, ბერგვეინი

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიუ

მსაჯი: ჯონათან მოსი

გაფრთხილება: ტეილორი (51), ტარკოვსკი (57), კორკი (59), ჰენდრიკი (76), ვესტვუდი (90+2); ლამელა (19), სანჩესი (56), ბერგვეინი (78), ლო ჩელსო (90+2)

ვულვზი - ბრაიტონი 0:0

კრისტალ პალასი - უოტფორდი 1:0

1:0 აიუ (28)

საუთჰემპტონი - ნიუკასლი 0:1

0:1 სენ-მაქსიმენი (79)

45-ე წუთზე რიჩიმ (ნიუკასლი) პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

გაძევება: ჯენეპო (28, საუთჰემპტონი)

შეფილდი - ნორვიჩი 1:0

1:0 შარპი (36)

0.225252