ფეხბურთი

22:02 | 7.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მერანის" მეორე ფრე ეროვნულ ლიგაში

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე ტურის მატჩში "საბურთალომ" "მერანის" დამარცხება ვერ შეძლო და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გამართული შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.

მე-16 წუთზე "საბურთალოს" საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე გიორგი ნიქაბაძემ მეორე სართულზე მოიგო ბრძოლა და ბურთი გიორგი დათუნაიშვილს დაუგდო, რომელმაც საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა, თუმცა ლაზარე კუპატაძემ დამაჯერებლად ითამაშა და სტუმრები გადაარჩინა. სამ წუთში კუთხურთან ახლოს ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვა "საბურთალომ" და ჩაწოდების შემდეგ დაჩი ცნობილაძემ რევაზ თევდორაძეს დაასწო მეორე სართულზე, თუმცა ბურთი კარს აცდა და "მერანი" გადარჩა.

23-ე წუთზე ბელიაევმა საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე თავით ითამაშა, თუმცა არაზუსტად. პირველ ტაიმში ორივე გუნდი ცდილობდა შეტევას, თუმცა სახიფათო მომენტებო ნაკლებად იქმნებოდა.

მეორე ნახევარში 50-ე წუთზე ლევან ყენიამ გიორგი გაბედავას საჯარიმოში შეუყოლა ბურთო, ამ უკანასკნელმა გადაცემა გააკეთა კარი ცენტრისკენ, რომელიც "მერანის" ფეხბურთელმა მოიგერია და გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინა. ყენიამ ამის შემდეგაც გააგრძელა აქტიურობა და რამდენჯერმე გაამწვავა სიტუაცია. მატჩი ბოლოსკენ "მერანის" ფეხბურთელმა მიშიკო სარდალიშვილმა საჯარიმოში ბურთი მიიღო, თუმცა კარგად ვერ დაამუშავა და "საბურთალოს" მცველმა შეტევა განმუხტა.

"მერანმა" ზედიზედ მეორე მატჩი ფრე 0:0 დააფიქსირა და ჯერჯერობით გოლი არ აქვს გატანილი, "საბურთალოს" კი ოთხი ქულა მოუგროვდა. მომდევნო მატჩს "მერანი" "ლოკომოტივთან" 11 მარტს ჩაატარებს, ხოლო "საბურთალო" 12 მარტს თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდება.

0.110623