„ნაპოლის“ შემტევმა, არკადიუშ მილიკმა, კარიერა, შესაძლოა, მილანის „ინტერში“ გააგრძელოს - გვამცნობს FC Inter News.
წყაროს ინფორმაციით, „ინტერი“ პოლონელი ფეხბურთელის დაბალ ფასში შეძენას შეეცდება, რადგან მილიკს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება და მის გაგრძელებაზე საუბარი არ არის. ადრე წერდნენ, 26 წლის თავდამსხმელით „მანჩესტერ იუნაიტედია“ დაინტერესბულიო.
იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონის 16 მატჩში მილიკმა 9 გოლი გაიტანა.