ფეხბურთი

18:35 | 7.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დღეს აქ ვარ, ხვალ შეიძლება ყველაფერი მოხდეს" - ზიდანი "იუვენტუსში" დაბრუნებაზე

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ტურინის „იუვენტუსში“ შესაძლო დასაქმებაზე ისაუბრა. ფრანგის განცხადებით, „სამეფო კლუბში“ ბედნიერია, მაგრამ გამორიცხული არაფერია და ხვალ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.

„ჩემთვის არავის დაურეკავს, მხოლოდ „რეალზე“ ვფიქრობ. არაფერი ვიცი, ბევრი რამ ითქვა. თუმცა ვიცი, როგორ მუშაობს ეს სისტემა. დღეს „რეალში“ ვარ, მაგრამ ხვალ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. ხელმძღვანელობისგან მხარდაჭერას ვგრძნობ და ჩვენ ერთ მხარეს ვართ. ეს სამსახური ბედნიერებაა, მაგრამ ამავდროულად პასუხისმგებლობაა. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა და ყოველთვის ვაკეთებ იმას, რაც მომწონს. ვამაყობ „რეალში“ ყოფნით“, - თქვა ზიდანმა.

ფრანგ სპეციალისტს „რეალთან“ კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე აკავშირებს. Daily Mail-ის გავრცლეებული ცნობით კი, ფლორენტინო პერესთან „ზიზუს“ ურთიერთობა გაუფუჭდა და ესპანელი მის დათხოვნას სეზონის ბოლოს შედეგების მიუხედავად აპირებს.

ბრიტანულმა გამოცემამ ისიც დაწერა, რომ „იუვენტუსის“ პრეზიდენტ ანდრეა ანიელის, რომელსაც ზიდანთან კარგი ურთიერთობა აქვს, 8-მილიონიანი კონტრაქტი გამზადებული აქვს. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ფეხბურთელი "იუვენტუსში" 1996-2001 წლებში თამაშობდა.

0.123572