ფეხბურთი

18:04 | 7.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

იმერული დერბი "სამტრედიამ" მოიგო - "ტორპედო" უქულოდ და უგოლოდ

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე ტურში იმერული დერბი შედგა. „ეროსი მანჯგალაძეზე“ „სამტრედიამ“ „ტორპედოს“ უმასპინძლა.

პირველ ტურში ორივე გუნდს ხელი მოეცარა და ამდენად, დღეს გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. კახი კაჭარავას გუნდმა მატჩის დასაწყისშივე შეძლო გატანა.

აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა ნიჯატ ყურბანოვმა პენალტი ზუსტად შეასრულა და „სამტრედია“ დააწინაურა. როგორც გაირკვა, ეს მატჩის ერთადერთი გოლი გამოდგა და კაჭარავას შეგირდებმა პირველი ქულები მოიპოვეს.

„ტორპედო“ კი ორი ტურის თავზე უქულოდ და უგოლოდ იმყოფება. ქუთათურებს მდგომარეობის გამოსწორება ცალსახად მართებთ, რადგან გუნდის სათამაშო ხარისხი აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს.

„სამტრედია“ – „ტორპედო“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ყურბანოვი (13, პენ)

0.115339